16 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
თბილისში ევროკომისიის გენერალური დირექტორი იმყოფება

თბილისში ევროკომისიის გენერალურ დირექტორი იმყოფება. ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის ხელმძღვანელი სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა.

პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან უკვე გამართა.

ორი დღის განმავლობაში, დაგეგმილია ხერტ იან კოოპმანის შეხვედრა ხელისუფლების პირველ პირებთან, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. აქცენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობაზე, მათ შორის, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული 9 ნაბიჯის შესრულებისთვის საჭირო სამუშაოზე გაკეთდება.

დღის ამბები