18 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
ნარკორეალიზატორი 14 წლის ბიჭი და 4 ქალი - ფონიჭალაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალები

ფონიჭალის დასახლება დღეს გამთენიისას კვლავ სპეცოპერაციების ადგილი გახდა. ამჯერად ნარკოდანაშაულში 14 წლის ბიჭიც ფიგურირებს. გამოძიების ინფორმაციით ირკვევა, რომ მოზარდი დანაშაულებრივ საქმიანობაში მამასთან ერთად იყო ჩართული.

სამართალდამცველებმა მამა-შვილი საკუთარი სახლიდან წაიყვანეს. პოლიციამ სხვადსხვა ლოკაციებზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ჯამში 22 პირი დააკავეს, მათ შორის 4 ქალია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და თანხა.

დღის ამბები