უკრაინიდან ლტოლვითა რიცხვი ისევ იზრდება - გაეროს ოფიცილაური მონაცემებით, იძულებით გადაადგილებული უკრაინელების რიცხვმა უკვე 3 მილიონს მიაღწია.
თავშესაფრის მაძიებლები ძირითადად უკრაინის მეზობელ ქვეყნებში გადადიან, მათგან ყველაზე მეტი ადამიანი პოლონეთში გადავიდა შემდეგ მოდის რუმინეთი, მოლდოვა, უნგრეთი და სლოვაკეთი.
ბოლო მონაცემებით:
პოლონეთში გადავიდა - მილიონ 800 000-ზე მეტი ადამიანი;
რუმინეთში - 453 000;
მოლდოვაში -340 000-მდე;
უნგრეთში - 260 000-ზე მეტი.
რაც შეეხება სლოვაკეთს, ქვეყანას თავი 215 000-მდე უკრაინელმა შეაფარა. რუსეთს კი 142 000 მა.