30 აგვისტო 2026,   07:27
ვრცლად
ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში 2008 წელს, პუტინის რეჟიმი თავისი სისასტიკის გასამართლებლად მუდმივად იყენებს ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციებს - ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ "პუტინის რეჟიმი თავისი სისასტიკის გასამართლებლად მუდმივად იყენებს ე.წ. ცრუ დროშის ოპერაციებს".

"ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში 2008 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წელს, სირიაში 2018 წელს და ახლა ეს ისევ ხდება უკრაინაში 2022 წელს. კრემლი მუდმივად იგონებს ტყუილებს, რათა სხვას გადააბრალოს და ცდილობს თავისი სისასტიკე გაამართლოს," - წერს ენტონი ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანი "ტვიტერზე" ინფორმაციულ ვიდეოსაც აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პუტინის ტყუილები პროგნოზირებადია და მას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

მოვუწოდებ პუტინს, დაასრულოს ეს საშინელი ომი - ამის შესახებ კი გერმანიის კანცლერმა ფინეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინაში შეჭრით ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობაც წინააღმდეგია და ისინიც იბრძვიან სამშობლოს დასაცავად.

დღის ამბები