29 აგვისტო 2026,   23:12
ვრცლად
საზღვრის უკანონო კვეთის საქმე - დღევანდელ პროცესს სავარაუდოდ, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი - საქმე ამჯერად ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ადვოკატი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი აქვს.

ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთასთან კავშირში მყოფ კიდევ 4 პირს აქვს წარდგენილი - ის ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

"ასევე, ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე. ყველა მექანიზმს, რომელიც არსებობს საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში დაცვის მხარე გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს ისევე როგორც სხვა პროცესი დემონსტრაცია იმისა თუ როგორი პოლიტიკური სარჩული აქვს ყველა საქმეს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

დღის ამბები