01 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა - საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების ფაქტი არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ისაუბრა.

ანდრეი კასიანოვმა აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და სომხეთიდან უკრაინაში დამატებით ჯარს აგზავნის. კასიანოვმა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

"საჭიროა აგრესორის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას - აუცილებელია უფრო ძლიერი მოწოდებები და მოქმედებები. რუსეთის აგრესიული ქმედებები გრძელდება. ახლა ვიღებთ დასტურს, რომ მტერი აგზავნის დამატებით ჯარებს სხვადასხვა ქალაქიდან.:

სომხეთიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალიდან. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცების ეს გადაყვანა სახმელეთო კომბინირებული გზით ხორციელდება. საქართველოს საჰაერო სივრცის აგრესორი ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენება ჯერ არ დაფიქსირებულა.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინა მადლობელია საქართველოს ამ დახმარებისთვის. მადლობა ყველა რიგით მოქალაქეს, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, საქართველოს მთავრობას, სხვადასხვა ქალაქის მერსა და საპატრიარქოს, ასევე მადლობას ვუხდით იმ მოხალისეებს, რომლებიც უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებდნენ.

დღეის მდგომარეობით საქართველოდან უკრაინაში, თვითმფრინავით 580 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, გარდა ამისა, დახმარება გაიგზავნა 22 სპეციალური ავტომობილითაც. ყველა ქართველ მოქალაქეს მადლობას ვუხდი, რომ დაგვაბინავეთ და უბრალოდ, სიტყვებით გაგვამხნევეთ. ეს არის ის, რაც გვარწმუნებს, რომ საქართველოს მეგობრობა ძალიან კარგად ესმის," - აცხადებს ანდრეი კასიანოვი. 

დღის ამბები