03 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
ჟიტომირი, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, მაკაროვი, ვიშგო-როდი - კიევის რეგიონში ყველაზე საშიშ ზონებად სახელდება

ჟიტომირი, ბუჩა - ირპენი - გოსტომელი, მაკაროვი, ვიშგო-როდი - კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ყველაზე საშიშ ზონებს ასახელებს. დანაკარგები უმიძმესია:

უკრაინული მხარის ცნობით ომის შედეგად მხოლოდ კიევში 889 ადამიანი დაიჭრა, მათგან 241 სამოქალაქო პირია, 18 ბავშვი.

უკრაინის დედაქალაქში რუსული სამხედრო ძალების შეჭრიდან დღემდე 222 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 60 მშვიდობიანი მოქალაქე და 4 ბავშვი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კიევთან ახლოს ირპენში ბრძოლისას ორი ქართველი დაიღუპა. მიზეზი საარტილერიო დარტყმაა, მათი სამშობლოში გადმოსვენებას სახელმწიფო უზრუნველყოფს. არსებული ინფორმაციით გადაჯგუფების დროს რუსმა სამხედროებმა ირპენის მიმართულებით ხანგრძლივი საარტილერიო შეტევა განახორციელეს, თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი.

ომის 23-ე დღესაც გაურკვეველია შეხვდებიან თუ არა ერთმანეთს უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები. პირველი პირებისგან თანხმობაა, თუმცა კონკრეტული ადგილი ან სავარაუდო თარიღი ამ დრომდე არ ხმაურდება.

დღის ამბები