07 მაისი 2024,   16:23
ვრცლად
"ოცნება" უარყოფს ბრალდებებს საჯარო სკოლებსა და სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენის შესახებ

მმართველი გუნდი უარყოფს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა იგეგმება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი და ლეიბორისტი მიხეილ ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში წერენ, რომ შესაბამისი კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტში უკვე მიმდინარეობს. "ქართული ოცნება" ამ განცხადებებს ცილისწამებას უწოდებს.

""ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები გაუგონარ და არნახულ პროპაგანდისტულ შტურმზე გადადიან. მსგავსი არაფერი განათლების და მეცნიერების კომიტეტს არასდროს არ განუხილავს. მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი წარმოაჩენენ, თითქოს, რუსული სექტორის აღდგენა ხდება უმაღლეს სასწავლებლებში და საჯარო სკოლებში. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიონ და ჩირქი მოსცხონ "ქართულ ოცნებას", თითქოს ის ატარებს პრორუსულ პოლიტიკას. ეს არის მტკნარი სიცრუე და კიდევ ერთი დასტური, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი არხები ტირაჟირებენ არშემდგარ ფაქტებს,"-აცხადებს გიორგი ამილახვარი.

 
დღის ამბები