19 მაისი 2024,   20:41
ვრცლად
მიწასთან გასწორებული კულტურული მემკვიდრეობა - კიევის ინფორმაციით, რუსული აგრესიის შედეგად ისტორიული მნიშვნელობის 1000-ზე მეტი ძეგლი დაზიანდა ან სრულად განადგურდა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის 1062 ძეგლი დაზიანდა ან განადგურდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთმა გაანადგურა ან დააზიანა 1062 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მათ შორის - ეროვნული მნიშვნელობის 123, ადგილობრივი მნიშვნელობის 864 და ახლად აღმოჩენილი 75 ძეგლი", - წერს Ukrinform.

მონაცემები მოიცავს როგორც არქიტექტურულ თუ მონუმენტურ ძეგლებს, ისე - ისტორიული მნიშვნელობის ბაღებსა და პარკებს.

კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლი დაზიანდა ხარკოვში (299), ასევე - ხერსონში (144), დონეცკის ოლქში (125), ოდესაში (115), ჩერნიგოვში (71), 69 კი კიევის მასშტაბით.

 

დღის ამბები