06 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
მამა-შვილს, რომელიც არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დააკავეს, 20-20 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამეგრელოში არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაცია ამის შესახებ "კურიერს" დაზარალებულის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს.

გადაწყვეტილება სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დღეს მიიღო. შემთხვევა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში გასული წლის ზაფხულში მოხდა. მაშინ მამა-შვილი არასრულწლოვანი მეზობლის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მეორე დღეს კი თანასოფლელებმა მათი სახლი გადაწვეს.

 
დღის ამბები