რომის პაპმა ფრანცისკემ ის უკრაინელი ბავშვები მოინახულა, რომლებიც ვატიკანის პედიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობენ. იქ ამ დროისთვის 19 ბავშვია მოთავსებული.
ომის დაწყებიდან დღემდე საავადმყოფომ სულ 50 ლტოლვილი მიიღო. მათ შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები და საომარი მოქმედებების შედეგად დაშავებულები.
პაპმა ფრანცისკემ უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები დაგმო და ომს ბარბაროსული უწოდა.