27 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
შედგება თუ არა ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა - მოლაპარაკების ორგანიზებისთვის თურქეთთან ერთად შვეიცარიაც მზად არის

თურქული მხარე ბევრს მუშაობს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ადგილობრივ პრესასთან განაცხადა.

იბრაჰიმ ქალინის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი მზადაა შუამავლობისთვის.

მისი თქმით, პუტინმა ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა:

უკრაინის ნეიტრალიტეტი, უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე, დემილიტარიზაცია და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით, დენაციფიკაცია, რუსული ენის ფართო გამოყენებაზე შეზღუდვების გაუქმება, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების სტატუსი და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების შუამავლობისთვის შვეიცარიაც მზად არის. ამის შესახებ განცხადება შვეიცარიის პრეზიდენტმა გააკეთა.

დღის ამბები