მამა-შვილი, რომელიც 8 წლის მეზობელი ბავშვის მიმართ სექსუალური დანაშაულის გამო დააკავეს, სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ეხება სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, ზაფხულში მომხდარ დანაშაულს, რის შემდეგაც მეზობლებმა ბრალდებულთა სახლი გადაწვეს.
სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს განაჩენის გამოტანის პროცესს როგორც ბრალდებულები, ასევე დაზარალებულების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
"კურიერი" დაკავებულების უფლებადამცველს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, 20 წლიანი პატიმრობის გადაწყვეტილება ბრალდებულებისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ბრალს არ აღიარებენ.
გაასაჩივრებენ თუ არა დაკავებული მამა-შვილის უფლებადამცველები სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, ჯერჯერობით უცნობია.