18 მაისი 2024,   13:31
ვრცლად
ბათუმში არასრულწლოვნებმა რამდენიმე ავტომობილი გაძარცვეს

ძარცვა მოხდა ბათუმში - აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გვიან ღამით 15-მდე მანქანა გაძარცვეს. 15 ავტომობილებს ჩამსხვრეული აქვთ მინები, სავარაუდოდ, ამ გზით შეაღწიეს მძარცველებმა ავტომობილებში.მოპარულია მცირე რაოდენობით თანხები და პირადი ნივთები.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, გავრცელებული ინფორმაციით მძარცველები არასრულწლოვნები არიან. ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

დღის ამბები