28 აგვისტო 2026,   20:51
ვრცლად
უკრაინაში საკვებთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება - განცხადებას ზელენსკის ოფისი აკეთებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ირწმუნებიან, რომ რუსული აგრესიის გამო უკრაინაში საკვებთან დაკავშირებული პრობლემები არ იქნება - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი როსტისლავ შურმა განმარტავს, რომ საწყობებში საბაზისო საკვები პროდუქტების არსებული რაოდენობა უკრაინას 3-5 წლის განმავლობაში გამოკვებავს.

"სურსათის საკითხი უზრუნველყოფილი გვაქვს და შემდეგ წელსაც უზრუნველყოფილი გვექნება, ვინაიდან ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირის ზეთის, სხვა საბაზისო პროდუქტების მარაგი საწყობებში 3-5 წლით საკმარისია. ამ პროდუქტების 70-80%-ს ექსპორტზე ვუშვებდით, ამიტომ ჩვენს თავს აუცილებლად გამოვკვებავთ," - განაცხადა როსტისლავ შურმამ.

დღის ამბები