06 მაისი 2024,   16:05
ვრცლად
უკრაინელი ტელეწამყვანი მაშა ეფროსინინა რუსეთის მტრად გამოაცხადეს

უკრაინელი ტელეწამყვანი მაშა ეფროსინინა რუსეთის მტრად გამოაცხადეს.

მაშა ეფროსინინა უკრაინელი ტელეწამყვანი, ცნობილი ბლოგერი და ასევე უკრაინაში მოსახლეობის სფეროს საკითხებში გაეროს ელჩია.

"დღემ ტყუილად არ ჩაიარა. დიდება უკრაინას," - განაცხადა ტელეწამყვანმა მაშა ეფროსინინამ.

უკრაინელი ტელეწამყვანისა და ბლოგერის რუსულ "შავ სიაში" მოხვედრას პოზიტიურად გამოეხმაურნენ მისი თაყვანისმცემლები. ეფროსინინას ფანებმა ის ოფიციალურად "პატიოსან ადამიანად შერაცხეს".

"უკრაინის სიამაყე", "ეს საუკეთესო წოდებაა", "მაშა, ეს არის ჯილდო. უსაზღვროდ გვიყვარხარ" - უწერენ ფანები ცნობილ უკრაინელ ბლოგერს.

ცნობისთვის, უკრაინელი ტელეწამყვანი მაშა ეფროსინინა რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღიდან ყველანაირად ეხმარება უკრაინელებს და ასევე მოუწოდებს რუსებს გამოვიდნენ ქუჩაში და გააპროტესტონ რუსეთის პრეზიდენტის ქმედებები.

ასევე "შავ სიაში" შევიდნენ მოკრივე ვლადიმირ კლიჩკო, ტელეწამყვანი დიმიტრი კომაროვი.

 Нет описания.

Нет описания.

დღის ამბები