07 მაისი 2024,   08:13
ვრცლად
"ვთხოვე პირდაპირ ეთქვათ, მიგვიღებენ თუ არა ნატოში...პასუხი ძალიან კონკრეტული იყო: თქვენ ვერ გახდებით NATO-ს წევრი, თუმცა ოფიციალურად კარი ღია დარჩება" - ზელენსკი

უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა ქვეყანა რომ NATO-ს წევრი ყოფილიყო - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ზელენსკიმ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიმართა და აღნიშნა, რომ თუ ალიანსს სურს უკრაინის მიღება - ეს დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს, ვინაიდან ქვეყანაში აგრესორი რუსეთის შეჭრის შედეგად, ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება.

პრეზიდენტის თქმით, მან უკვე მიმართა ალიანსს კონკრეტული პასუხის მიღების მოთხოვნით, თუმცა მათი პასუხი უარით შემოიფარგლა.

"ჩვენ რომ NATO-ს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მსურს მივიღო ჩემი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების გარანტიები.

თუ NATO-ს წევრები მზად არიან ჩვენს მისაღებად, დაუყოვნებლივ მიგვიღეთ, იმიტომ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან.

თუ არ ხართ ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად მზად, თუ უბრალოდ გსურთ ორი სამყაროს შუაში ჩვენი დანახვა, მსგავს საეჭვო ვითარებაში, როდესაც ჩვენ არ გვესმის შეგიძლიათ თუ არა ჩვენი მიღება - ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ნუ დაგვტოვებთ.

მე პირდაპირ ვთხოვე მათ ეთქვათ, რომ NATO ჩვენ 1-2-5 წელში მიგვიღებს, ან კონკრეტულად ეთქვათ უარი. და პასუხი ძალიან კონკრეტული იყო: თქვენ ვერ გახდებით NATO-ს წევრი, თუმცა ოფიციალურად კარი ღია დარჩება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან მიცემულ ინტერვიუში.

 

Нет описания.

დღის ამბები