06 მაისი 2024,   15:32
ვრცლად
გამოკითხულთა 64,5% სწორად მიიჩნევს მთავრობის გადაწყვეტილებას, ქვეყანა არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს - GORBI-ის კვლევა

GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე, "ქართული ოცნების" მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს. თქვენი აზრით, მთავრობის ეს ნაბიჯი სწორია თუ არასწორია?

პასუხები ასე გადანაწილდა: 

64,5% პასუხობს, რომ სწორია;
30,4%, არასწორია;
ხოლო 5,2% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.

კვლევა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 10-16 მარტს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1008 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარია +/- 3 %.

დღის ამბები