20 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
როდიდან გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები ხვალიდან საქართველოში მცირე ხნით, მაგრამ გამოდარებას ელოდებიან. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექის შემცირების პარალელურად, მოსალოდნელია ტემპერატურის მატებაც.

გამოდარება, უფრო მეტად, დასავლეთ საქართველოს შეეხება, თუმცა ნალექმა ამ პერიოდში ქვეყნის აღმოსავლეთითაც უნდა იკლოს.

"აღმოსავლეთ საქართველოში, დღის პირველ ნახევარში, უმეტეს რაიონში კვლავ შენარჩუნდება თოვლი და იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. ტემპერატურა ბარში იქნება მთელი დღის განმავლობაში 0 გრადუსი, მთაში 1,6 გრადუსი.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქ ველოდებით გამოდარებას, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15წმ/სიჩქარით. დღის განმავლობაში დაბლობში ტემპერატურა მოიმატებს 7-12 გრადუსის ფარგლებში," - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების მთავარმა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა. 

დღის ამბები