04 მაისი 2024,   14:33
ვრცლად
აშშ უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის, თუმცა მხარს დაუჭერს უკრაინაში NATO-ს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას - გაეროში ამერიკის ელჩი

შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარს არ გაგზავნის, მაგრამ NATO-ს წევრების ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

CNN-თან ინტერვიუში გაეროში ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ვაშინგტონს არ სურს უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნით რუსეთთან ომის ესკალაცია, თუმცა მხარს დაუჭერს უკრაინაში NATO-ს მშვიდობისმყოფელების გაგზავნას.

რუსეთისთვის სანქციების კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობაზე "სი-ბი-ესის" ეთერში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილემ ისაუბრა.

დალიფ სინჰი თვლის, რომ სანქციები კიდევ უფრო მეტ სფეროს - მათ შორის მეტ ბანკს უნდა შეეხოს. "ეს პუტინის არჩევანი იყო ქვეყანა 80-იან წლებში დაებრუნებინა" - აცხადებს ამერიკელი ექსპერტი.

დღის ამბები