06 მაისი 2024,   15:50
ვრცლად
გარკვეულწილად არის რეფერენდუმი, პლებისციტის ხასიათის გამოკითხვა - გივი მიქანაძე GORBI-ის კვლევაზე

GORBI-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ არგუმენტები გაუმყარა სახელისუფლებო გუნდს. როგორც "ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა იაზრებს იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც შესაძლოა საქართველო დადგეს.

"არამარტო საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, არამედ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი იზიარებს იმ განწყობას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან თითოეულ ნაბიჯში აისახება და იზიარებენ იმ მყარ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო პოზიციონირებს საერთაშორისო მასშტაბით, ყველა ფორმატის გამოყენებით, და ავლენს უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერას.

ეს [კვლევა] გარკვეულწილად არის რეფერენდუმი, პლებისციტის ხასიათის გამოკითხვა, რომელიც გვიჩვენებს იმ გარემოებას, რომ საზოგადოების აზრი არის თანხვედრაში იმ ნაბიჯებთან, რასაც ხელისუფლება ყოველდღიურად დგამს," - განაცხადა გივი მიქანაძემ.  

ცნობისთვის, GORBI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე: ემხრობით თუ არა "ქართული ოცნების" მთავრობის პოლიტიკას, რომლის დეკლარირებული მიზანია არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომში? პასუხები ასე გადანაწილდა: ემხრობა გამოკითხულთა 73,3%, არ ემხრობა 24,5 და არ იცის ან პასუხზე უარს ამბობს გამოკითხულთა 2,2%.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური გემოვნების გათვალისწინებით შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთაგან 96%-ს, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთაგან 41%-ს.

დღის ამბები