30 აგვისტო 2026,   04:57
ვრცლად
კიევში სავაჭრო ცენტრზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

კიევში ბოლო ავიაიერიშის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის მაშველები რვა დაღუპულზე საუბრობენ. "კურიერის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს. 

როგორც "რუსთავი 2-ის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველები, ასევე, იქ იმყოფება მძიმე ტექნიკა, სამაშველო ეკიპაჟები.

პოდოლსკის რაიონში რაკეტა სავაჭრო ცენტრს დაეცა, არიან დაშავებულებიც. მთელი ღამის განმავლობაში მაშველები 1 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელებულ ხანძარს აქრობდნენ. ახლა ნანგრევებში მოქალაქეებს ეძებენ. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება.

გარდა ამისა, "კურიერის" კორესპონდენტი აცხადებს, დღეს საღამოს 20:00 საათიდან ოთხშაბათის ჩათვლით მკაცრი ლოკდაუნი გამოცხადდება, მათ შორის, მედიისთვის. ხვალ დილის 07:00 საათიდან მედიის წარმომადგენლებიც ვერ შეძლებენ ქალაქში გადაადგილებას. 

დღის ამბები