03 მაისი 2024,   08:13
ვრცლად
საქართველოს 20-მდე მოქალაქემ მარიუპოლიდან გამოსვლა მოახერხა - უკრაინაში საქართველოს ელჩი
უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან საქართველოს 20-მდე მოქალაქე გამოიყვანეს - საუბარია საპორტო ქალაქზე, რომელიც რუსი ოკუპანტების ბლოკადაშია და უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დგას. ინფორმაცია "კურიერს" უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა დაუდასტურა.
 
"ორი დღეა კავშირზე ვართ და ვიცით, რომ მარიუპოლიდან მოახერხა 20-მდე საქართველოს მოქალაქემ გამოსვლა და ზაპოროჟიეში იმყოფებიან. ჩვენ ვცდილობთ, რომ ისინი გადმოვიდნენ ლვოვამდე და შემდეგ იმავე მარშრუტით ვარშავით გავამგზავროთ საქართველომდე. სავარაუდოდ, დიდი იმედი გვაქვს, ხვალ-ზეგ ეს მოხერხდება," - აცხადებს გიორგი ზაქარაშვილი. 
დღის ამბები