უკრაინელმა სამხედროებმა კიევის ოლქთან, ბუჩას რაიონში მდებარე ქალაქი მაკაროვი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს - ინფორმაციას ფაქტის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენი დამცველების დამსახურებით დღის განმავლობაში, ქალაქ მაკაროვში უკრაინის დროშა აღიმართა. მტერი გადაგდებულია," - აღინიშნება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.