20 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ამ დროისთვის თურქეთიდან 50-მდე დასახელების წამალია შემოტანილი, გრძელდება ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება, სადაც თურქეთიდან შემოტანილი დაბალფასიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება.

მისივე თქმით, ქვეყანაში თურქეთიდან ამ დროისთვის, 50-მდე დასახელების წამალია შემოტანილი და აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც:

აფთიაქების რაოდენობა გაიზრდება და ყოველდღიურად იზრდება. გუშინ ჩვენს გვერდზეც გვქონდა პოსტი, სადაც დავწერეთ კონკრეტული ქსელები, სადაც უკვე ხელმისაწვდომია ეს მედიკამენტები, უკვე 50-მდე მედიკამენტია. აქტიურად გრძელდებოდა ახალი მედიკამენტების რეგისტრაციაც. ჩვენ ტექნიკური შესაძლებლობა ვნახეთ, რომ ყველა ის მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელი იყო პროაქტიურად დაგვერეგისტრირებინა განაცხადების გარეშეც, სამინისტრომ დაარეგისტრირა და ფარმაცევტულ ბაზარს უკვე შეუძლია თამამად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ შემოიტანოს მედიკამენტები და ის მედიკამენტები უკვე რეგისტრირებულია პარალელური რეჟიმით," - აღნიშნა მინისტრმა.

დღის ამბები