რუსული აგრესიის გამო, ქვეყნიდან იძულებით წასული უკრაინელების ნაწილი, საქართველოში ჩამოდის. ქუთაისის აეროპორტში მორიგი რეისი კრაკოვიდან შესრულდა. უკრაინელები ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ქალაქები ყოველდღიურად იბომბება, დანგრეულია შენობები და მოსახლეობა იძულებულია ქვეყანა დატოვოს.
მგზავრები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და დახმარებას ითხოვენ.