20 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
როგორ მოხდება "პაქსლოვიდის" გამოყენება საქართველოში - თამარ გაბუნია COVID-ის სამკურნალო პრეპარატის პროტოკოლს განმარტავს

როგორ მოხდება COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის "პაქსლოვიდის" გამოყენება საქართველოში - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია პროტოკოლს განმარტავს და ამბობს, რომ პაციენტის ოჯახის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეპარატის დანიშვნის შესახებ და შემდეგ, მისი მიწოდება პაციენტისთვის ბინაზე მოხდება:

"პროტოკოლი განსაზღვრავს ჩვენებებს, როდის უნდა გამოიყენოს ექიმმა წამალი. გარდა ამისა, არის მთელი რიგი ლოჯისტიკური დეტალები, თუ როგორ მიიღებს ბინაზე მყოფი პაციენტი წამალს, ვინ დაუნიშნავს წამალს და ვინ გაუწევს მეთვალყურეობას იმაზე თუ რამდენად სწორად მიიღო მედიკამენტი და გამოუვლინდა თუ არა რაიმე გვერდითი მოვლენა. ჩვენ სრული დეცენტრალიზაციის პირობებში, უკვე გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისივე უბნის ოჯახის ექიმი დაუკავშირდება პაციენტს, რომელსაც იცნობს, იცის მისი მდგომარეობა, ამდენად, ოჯახის ექიმი დღეს ყველაზე საუკეთესო პოზიციაშია, რომ სწორად განსაზღვროს მედიკამენტის დანიშვნის საჭიროება. ოჯახის ექიმი ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, შემდეგ ჩვენი ონლაინ კლინიკის ექიმები ამაზე მონიტოირინგს გააგრძელებენ და მედიკამენტის მიწოდება მოხდება პაციენტისთვის ბინაზე იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელსაც ჩვენ ვიყენებდით სხვადასხვა მიზნებისთვის," - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

საქართველოში "პაქსლოვიდი" შემოდის, მედიკამენტი, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენება. წამალი Pfizer-მა შექმნა. მისი მიღება აუცილებელია ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაში.

დღის ამბები