ბათუმის სკოლებში უკრაინელი მოსწავლეების გამარტივებული წესით ჩარიცხვა მიმდინარეობს. ქალაქის საჯარო და კერძო სკოლებში უკვე სწავლობს 20 უკრაინელი მოზარდი.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და სურთ ისწავლონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.