06 მაისი 2024,   15:36
ვრცლად
"ქართული ოცნება", ერთიანობის ნაცვლად, დაკავებულია მტრის ძიებით, მტრის ხატების გამოგონებით - პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს პასუხობს

მმართველი გუნდის განცხადების მიუხედავად, რომ ისინი აღარ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობის" "საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული" ინიციატივების განხილვას, ოპოზიციური პარტია შეჩერებას არ გეგმავს.

პარტიაში ამბობენ, რომ კანონპროექტებზე მუშაობას ისინი არ შეწყვეტენ, თუმცა ამბობენ იმასაც რომ უმრავლესობა ოპოზიციის წინადადებებს არც მანამდე ითვალისწინებდა."ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლების მხრიდანაც.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე  შექმნილ ვითარებას ვიწრო პარტიული ინტერესების  დღისწესრიგად მიიჩნევს. 

""ქართული ოცნება", ერთიანობის ნაცვლად, დაკავებულია მტრის ძიებით, მტრის ხატების გამოგონებით. ეს არ არის ის გზა, რომელიც საქართველოს სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა,"- აცხადებს მანჯგალაძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ჰერმან საბო კი ამბობს, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, უმჯობესია, ყველამ შეინარჩუნოს კონსტრუქციულობა.

დღის ამბები