06 მაისი 2024,   16:44
ვრცლად
ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ სტრატეგიული აეროპორტიდან რუსეთმა ავიაცია გაიყვანა

ვრცელდება სატელიტური ფოტოები, სადაც ჩანს, რომ რუსეთს სტრატეგიული აეროპორტიდან სამხედრო ავიაცია გაჰყავს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ჩორნობაივკას აეროპორტი, რომელზეც ოკუპანტების ტექნიკა უკრაინის საჰაერო ძალებმა 8-ჯერ დაბომბა, უკვე ცარიელია. 

ჩორნობაივკა ქვეყნის სამხრეთით, ხერსონის ოლქში მდებარეობს. როგორც The Kyiv Independent წერს, აეროპორტს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ რუსეთის სახმელეთო ჯარები აკონტროლებენ. 

ნახეთ, ასევე : პესკოვი ასახელებს მიზეზს, რა შემთხვევაშიც რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

დღის ამბები