20 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
"ქედს ვიხრით იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა" - საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული

"ქედს ვიხრით იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა" - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა განაცხადა.

ანდრეი კასიანოვის თქმით, ქართველმა მებრძოლებმა შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე.

"უკრაინული ჯარები მტკიცედ იცავენ ჩვენს ტერიტორიებს. მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებით არის შეჩერებული. აგრესორი საკუთარი რეზერვის მოყვანას აგრძელებს.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად უჩვენებენ თავის გმირობას და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს.

სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე. იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში," - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

დღის ამბები