25 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
მღვდელმსახურები, მონასტრები და მრევლი, რომლებიც რუსეთის ეკლესიასთან ჩამოშორების გზებს ეძებენ, ეპარქიის სტატუსს შეინარჩუნებენ - უკრაინის სინოდი 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინელი სასულიერო პირებისა და მრევლის უკრაინული ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ გადასვლა გაამარტივა - შესაბამისი რეზოლუცია სინოდის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

რეზოლუციის თანახმად, მღვდელმსახურები, მონასტრები და მრევლი, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ კანონიკურ და მოქალაქეობრივ ვალს და რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ჩამოშორების გზებს ეძებენ, მის შემადგენლობაში ეპარქიის სტატუსს შეინარჩუნებენ.

დღის ამბები