16 აპრილი 2024,   21:01
ვრცლად
599 ახალი შემთხვევა, 7 გარდაცვლილი - COVID - 19-ის განახლებული სტატისტიკა

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 3 846 ადამიანი.

ამასთან, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 7 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა.

სულ ჩატარდა - 22 532 (20 307 ანტიგენ ტესტი, 2 225 პსრ ტესტი ).

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

7 დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია- 4.18%.

 

დღის ამბები