29 აგვისტო 2026,   22:31
ვრცლად
რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ ნატო დაესხმება თავს - რუსი დიპლომატი

თუ NATO რუსეთს პროვოცირებას გაუწევს, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს - აცხადებს რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში Sky News-თან ინტერვიუში.

დმიტრი პოლიანსკიმ უარყო ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური განცხადება, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ომის დანაშაულებში არიან დამნაშავენი. მისი თქმით, უკრაინა თავად ესხმის თავს საკუთარ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

"თუ რუსეთს NATO პროვოცირებას გაუწევს, თუ რუსეთს NATO დაესხმება თავს, ჩვენ ბირთვული ძალა ვართ, რატომაც არა. არ ვფიქრობ, რომ ეს სწორია, მაგრამ არ არის სწორი, დაემუქრო რუსეთს და ცდილობდე ჩარევას. ასე რომ, როცა საქმე გაქვს ბირთვულ ძალასთან, რა თქმა უნდა, უნდა გათვალო შენი ქცევის ყველა შესაძლო შედეგი," - განაცხადა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ.

დღის ამბები