16 ნოემბერი 2024,   05:00
ვრცლად
30 წელი საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობიდან - პარტნიორობის პირველი ნაბიჯები და პოლიტიკური ურთიერთობები ქართული მხარის შეფასების საგანია

30 წელი საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობიდან - პარტნიორობის პირველი ნაბიჯები და პოლიტიკური ურთიერთობები ქართული მხარის შეფასების საგანია.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ამ წლების მანძილზე აშშ საქართველოსთვის მთავარი პარტნიორია, როგორც ეკონომიკის, ასევე თავდაცვის და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

30 წლიანი პარტნიორობის მანძილზე საქართველოში შედგა აშშ-ის თავდაცვის მდივნის 5 ვიზიტი. ამ წლების მანძილზე გაღრმავდა ურთიერთობა ისეთ სფეროებში როგორიცაა კულტურა, განათლება, ჯანდაცვა, და ხალხთაშორისი ურთიერთობები.

"დაწყებული პირველი წლიდან ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და მართლაც ფასდაუდებელია  ის წვლილი, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიტანა საქართველოს გაძლიერებაში, ჩვენს სახელმწიფოებრიობად ჩამოყალიბებაში, იმ ინსტიტუტების გაძლიერებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებში, ასევე საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაზრდაში, ჩვენი ეკონომიკური მდგრადობის უკეთ წარმოჩენაში," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

დღის ამბები