20 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც "დელტა", თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს - ამირან გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 599 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები მოჰყავს და თვლის, რომ სავარაუდოდ გარკვეული ტალღები კიდევ იქნება. 

"მაინც ფიქრობენ, რომ გარკვეული ტალღები იქნება, ძირითადად, "ომიკრონის", ან ამ ჰიბრიდის, მაგრამ უმეტესობა ემხრობა იმას, რომ თუ ახალი ჰიბრიდული შტამი გაჩნდა, ის არ უნდა იყოს ისეთი მძიმე, როგორიც "დელტა" იყო, ანუ თანდათან ვირუსის აგრესიულობა უნდა შემცირდეს. თუმცა, ხაზს ვუსვამ, რომ ამის პროგნოზის გაკეთება, ჯერჯერობით, რთულია,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები