04 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
მარიუპოლიდან უკვე გამოყვანილია 27 ქართველი, მათ განადგურებული ქალაქიდან ფეხით 50 კილომეტრის გავლა მოუწიათ - "კურიერის" რეპორტაჟი ბლოკადიდან გამოსული საქართველოს მოქალაქეების შესახებ

ადამიანები, რომლებიც ომს გამოექცნენ, გზა ლვოვიდან პოლონეთის საზღვრისკენ ლოცვით დაიწყეს, თუმცა ლვოვამდე იყო მარიოპული. შიშით გათენებული და დაღამებული დღეები, დაკარგული მეზობლები და სახლები. ომის დაწყებიდან მალევე 27-მა ქართველმა მარიოპულში ერთმანეთი მოძებნა და ერთ-ერთი მათგანის სახლს შეაფარა თავი.

მარიუპოლიდან მათ დაახლოებით 50 კილომეტრი ფეხით იარეს. მოუხდათ გაყოფა და დამოუკიდებლად გზის გაგრძელებაც, თუმცა გარკვეულ ლოკაციებზე ერთმანეთს ელოდებოდნენ. საბოლოოდ ზაპოროჟიემდე ერთად ჩავიდნენ, იქიდან გზა მატარებლით განაგრძეს, უკრაინის დატოვება კი ავტობუსით მოახერხეს.

ერთმანეთის შვილებზე ზრუნვით უკვე ყველა მათგანი სამშვიდობოსაა, ბოლო გაჩერება კი ვარშავაა. აქ კიდევ ერთხელ მღერიან უკრაინის ჰიმნს, რადგან როგორც ამბობენ უკრაინა მათი მეორე სამშობლოა.


დღის ამბები