04 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
ვინ გაააქტიურა ნეიტრალიტეტის თემა კონსტიტუციურად დადასტურებული საგარეო კურსის მიუხედავად - პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებები ისმის

ვის სურს საქართველოს ნეიტრალიტეტი? ირკვევა, რომ ჩრდილოეთისკენ გეზი მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსს" აქვს აღებული. პრორუსული გაერთიანება ერთადერთია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომელიც ღიად აცხადებს საკუთარ პოზიციას, თუმცა საკითხი ყოფილ და მოქმედ მმართველ გუნდებს შორის დავის საგანი მაინც გახდა.

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" მიხეილ სააკაშვილის განცხადებისკენ მიანიშნებს, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ სასამართლოზე გააკეთა. მმართველმა გუნდმა დღეს ოპონენტებს 2017 წელს საგარეო კურსზე საკონსტიტუციო ჩანაწერიც შეახსენა, რომელსაც მხოლოდ უმრავლესობის ხმები აქვს.

საქართველოს საგარეო კურსი კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით 2017 წელს დაზუსტდა. ჩანაწერის მიხედვით, კონსტიტუციურ ორგანოებს დაევალათ უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

დღის ამბები