16 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
ვინ გახდება საპროკურორო საბჭოს სამი ახალი წევრი - პროკურორთა კონფერენციაზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს

პროკურორთა კონფერენცია კვლავ გრძელდება - ამ წუთებში, ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. მათ არსებული 9 კანდიდატიდან უნდა აირჩიონ სამი, რომლებიც საპროკურორო საბჭოს ახალი წევრები გახდებიან. იქამდე კონფერენციის მონაწილეებმა თითოეულ კანდიდატს მოუსმინეს.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ საინიციატივო ჯგუფმა წარმოადგინა ჩემი კანდიდატურა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა კანდიდატი არის ღირსეული და თავის საქმის პროფესიონალი, მე იმედი მაქვს, რომ დღეს მივაღწევ წარმატებას. საბჭოს წევრობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა - შენ გეძლევა შესაძლებლობა აქტიური მონაწილეობა მიიღო პროკურატურის განვითარების, ახალი მიმართულებების დანერგვის და სტრატეგიით დასახული ამოცანების შესრულებაში,"- აცხადებს საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შოთა ტყეშელაშვილი.

პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განცხადებით, ხმის მიცემისას კანდიდატის პროფესიონალიზმს, კეთილსინდისიერებასა და ხედვას გაითვალისწინებს.

"საპროკურორო საბჭოს კოლეგიალურობა აპრიორი გამორიცხავს ერთპიროვნული გადაწყვეტილების შესაძლებლობას და, თავის მხრივ, ორიენტირებულია, პროკურატურის განვითარებაზე. ჩემთვის მთავარია, კონკრეტული პირები იყვნენ პროფესიონალები, კეთილსინდისიერები, პრინციპულები, ობიექტურები და სამართლიანები, ჰქონდეთ განვითარების კონკრეტული ხედვა, რაც მნიშვნელოვანი იქნება პროკურატურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტურად განსახორციელებლად," - აცხადებს პროკურორი თორნიკე ნადირაძე.

პროკურორ ნათია გურულის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას მისთვის მნიშვნელოვანი იქნება კანდიდატის სანდოობის ხარისხი.

"კონფერენციის მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ თითოეულმა პროკურორმა და უწყების გამომძიებელმა შეძლოს ღირსეული კანდიდატის მხარდაჭერით თავისი წვლილი შეიტანოს პროკურატურის განვითარებისთვის. ჩვენ მოვუსმინეთ პროკურორების სამოქმედო გეგმებს, მათ ხედვას და სწორედ ამის შემდგომ დავაფიქსირებთ ჩვენს არჩევანს. მე პირადად შევაფასებ კანდიდატის მიერ წარმოდგენილ ხედვას, მის პროფესიონალიზმს, მისი სანდოობის ხარისხს და, დარწმუნებული ვარ, ყველაზე ღირსეულები გაიმარჯვებენ," - აცხადებს პროკურორი ნათია გურული.

ამავე თემაზე
დღის ამბები