"ქართული ოცნების" უმრავლესობამ "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს პარლამენტის ბიუროს, რომლის სხდომაც ამ წუთებში მიმდინარეობს.
საუბარია პროექტზე, რომელსაც ოპოზიცია პრეზიდენტის მიმართ ანგარიშსწორებად აფასებს.
არსებული კანონით, სახელმწიფო ორგანოს, მეორე ორგანოს წინააღმდეგ კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება, მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია. პროექტის თანახმად კი, აქტის გარდა ჩივილი შესაძლებელია მოქმედება/უმოქმედობის პრინციპითაც.
დოკუმენტი პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა დაანონსდა, საუბარია მმართველი გუნდის სარჩელზე, რომელიც ეხება პრეზიდენტის უნებართვო ევროპულ ვიზიტებს