29 აგვისტო 2026,   18:50
ვრცლად
რა ხდება ცხინვალში - ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას მოითხოვენ

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან.

ოპოზიციონერი ე. წ. დეპუტატები საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვენ. დავით სანაკოევი აცხადებს, რომ აუცილებელია ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნილი კანდიდატების ხელმომწერთა სიები გაყალბდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა სათვალთვალო ვიდეოკამერებით გადაღებული კადრები, რომელშიც ჩანს, დე ფაქტო ცესკოს შენობაში, გვიან ღამით როგორ დადიან ფურცლებით, კომისიის წევრები, მმართველი პარტიიდან და გარეშე პირები.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნები 10 აპრილს არის დანიშნული. ოპოზიციამ ყოფილი ე.წ პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის გარშემო გაერთიანება დაიწყო. ისინი ბიბილოვის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვენ.

დღის ამბები