რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს გაუჩინარების შესახებ გავრცელებული ჭორების ფონზე, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია შოიგუს შეხვედრა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის სერგეი შოიგუს გაუჩინარების მიზეზი, ინფარქტი გახდა.