04 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთში რეჟიმის ცვლილებისკენ არ მოუწოდებია

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთში რეჟიმის ცვლილებისკენ არ მოუწოდებია. ჟურნალისტის შეკითხვას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვაშინგტონში უპასუხა.

"ბატონო პრეზიდენტო, გსურთ პუტინის გადადგომა? თქვენ რეჟიმის ცვლილებისკენ მოუწოდეთ?"

რაზეც ბაიდენის პასუხი იყო - "არა"

ჯო ბაიდენმა ვარშავაში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ "პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება." მოგვიანებით განმარტება გააკეთა თეთრმა სახლმა.

დღის ამბები