02 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტიაში გელა აბულაძის დაკავებას პოლიტიკური ოპონენტების დევნად აფასებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ წალენჯიხის საკრებულოში გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრი დეპუტატი გელა აბულაძე დააკავა. გიორგი გახარიას პარტიაში გელა აბულაძის დაკავებას პოლიტიკური ოპონენტების დევნად აფასებენ.

"მის მიმართ სუსმა გამოძიება არჩევნების წინა პერიოდში დაიწყო. მიზანი იყო მასსა და მის ოჯახზე ზეწოლა. მაშინ ვერ მიაღწიეს მიზანს და დღეს დააკავეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გელა აბულაძე გათავისუფლდეს. საბოლოო ჯამში ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროცესი ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დევნას," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ანრი ოხანაშვილის შეფასებით, თუ დანაშაულის ნიშნები იკვეთება, მაშინ პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არასერიოზულია.

სუს-ის ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს მოსთხოვა, მასთან დაახლოებულ პირებზე საკუთრების დოკუმენტის ყალბად დამზადება, რის საფუძველზეც მერის წარმომადგენელმა შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები.




დღის ამბები