16 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ვინ შეძლებს მშენებლობების დასრულებას დავალიანების მიუხედავად - თბილისის მერი სამშენებლო სექტორს ინიციატივით მიმართავს

K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის განწილვადების ინიციატივით, თბილისი მერი სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს. განცხადება კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კალაძის თქმით, შეთავაზება ბიზნეს სექტორის წარმომადგნელებს საშუალებას მისცემს გააგრძელონ საქმიანობა და დაასრულონ მშენებლობები.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არანაირ მშენებლობას არ ვეწინააღმდეგებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და განვითარდეს, მაგრამ ეს ყველაფერი სწორად უნდა გაკეთდეს. ჩვენ მივიღეთ გენერალური გეგმა, გავაუქმეთ K2-ბი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დღეს მინდა სამშენებლო სექტორს მივმართო და გავაცნო ჩვენი ინიციატივა K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის განწილვადებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე წარდგენილია პარლამენტში. ეს ეხება 2019 წლამდე გაცემულ მშენებლობის ნებართვებს, რომლებსაც K2 კოეფიციენტი შესყიდული აქვთ. მთელი რიგი კომპანიებია, რომლებიც ვერ ახერხებენ ამ K2-ის მოსაკრებლის გადახდას და ამის გამო გაჩერებული აქვთ მშენებლობები. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება K2 კოეფიციენტის მოსაკრებლის განწილვადება,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა, იპოდრომთან მდებარე კორტების პროექტია, რომელის მიხედვითაც, უახლოეს მომავალში, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა აშენდება.

დღის ამბები