5 ივლისს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებული პირების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.
"დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცებულებების წარმოდგენით სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამამტყუნებელი განაჩენის სახით," - განაცხადა საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძე.
დღევანდელი პროცესი რუსთაველის გამზირზე მომხდარ დაპირისპირების ეპიზოდს ეხება, რომელშიც დაზარალებულად ცნობილი არიან "პირველი არხის" ოპერატორი ილია თვალიაშვილი, "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თამარ თათარაშვილი, ოპერატორი ზურა მანაგაძე და "ფორმულას" ფოტოგრაფი ვახტანგ ქარელი.