26 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
სიგნალებს, რომლებიც მოლაპარაკებებიდან გვესმის, შეიძლება დადებითი ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების ხმებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეო-მიმართვას ავრცელებს. პრეზიდენტი თურქეთში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

"სიგნალებს, რომლებიც მოლაპარაკებებიდან გვესმის, შეიძლება ვუწოდოთ დადებითი, თუმცა ეს სიგნალები არ ახშობს რუსული ჭურვების ხმებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ ყველა რისკს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვხედავთ ნდობის საფუძველს იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების სიტყვებში, რომლებიც განაგრძობენ ომს ჩვენი განადგურებისთვის. უკრაინელები გულუბრყვილოები არ არიან. უკრაინელებმა 34 დღიანი ომის, ასევე, დონბასში ბოლო 8 წლიანი ომის დროს უკვე ისწავლეს, რომ მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება," - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

დღის ამბები