29 აგვისტო 2026,   22:31
ვრცლად
რას გულისხმობს შინ მოვლის პროგრამა, რომელიც საქართველოს 28 მუნიციპალიტეტში ხორციელდება

"ღია საზოგადოების ფონდმა" და "საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრმა", ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საქართველოში შინ მოვლის სახელმწიფო პროგრამის ხედვა გააცნეს. შინ მოვლის პროგრამა გულისხმობს პაციენტებისათვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებას, გაუმჯობესებას და ხელშეწყობას. 

მათი თქმით, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეფექტური, ორგანიზებული შინ მოვლის მომსახურების საჭიროება. ამ ეტაპისთვის შინ მოვლის სხვადასხვა შინაარსის მომსახურებები საქართველოს 28 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. 

აქედან, უმეტესობა კერძო ინიციატივებით და დონორთა დახმარებით ფინანსდება, რიგ შემთხვევებში მომსახურების ნაწილს ფარავს მუნიციპალური პროგრამები.  შინ მოვლის ტიპის მომსახურებას სრულად აფინანსებს მხოლოდ ოთხი მუნიციპალიტეტი ბოლნისი, ზუგდიდი, ტყიბული და ფოთი. შესაბამისად, აუცილებელია მისი განვითარება.

"საქართველოს ღია საზოგადოების მხარდაჭერით, საჯაროო პოლიტიკის და ადმინისტრირების ცენტრი ახორციელებს  შინ მოვლის პროგრამის სტრატეგიის წარდგენას თუ, როგორი უნდა იყოს შინ მოვლის პროგრამა და როგორ უნდა იმუშაოს გამართულად მთელი საქართველოს მაშტაბით. 28 მუნიციპალიტეტში ხორციელდება შინ მოვლის პროგრამა,"-აცხადებს "ღია საზოგადოების ფონდის" წარმომადგენელი ნინო კიკნაძე.

დღის ამბები