ბაღდათში სატვირთო ავტომობილი ამოყირავდა და ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ალისმერეთში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, როს გამოც ავტომობილი ასფალტირებული გზიდან გადავიდა, ბორდიულს შეეჯახა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული.
მომხდარზე შს სამინსტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).