16 ნოემბერი 2024,   04:49
ვრცლად
ქართული დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელშია - რა მთავარი აქცენტები გამოკვეთა ბელგიელ პარლამენტარებთან შეხვედრისას

ქართული დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელშია. პარლამენტის წევრები ბელგიის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის თავმჯდომარეებს და დეპუტატებს შეხვდნენ.

შეხვედრებზე სენატის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია. ქართულმა მხარემ მიიღო ბელგიის მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

მთავარი თემები იყო ორმხრივი ურთიერთობები, განაცხადი წევრობაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების საკითხები. ასევე აღინიშნა ისიც, რომ საქართველოსა და ბელგიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი გავიდა. 

"საუბარი გვქონდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადის და ამ კუთხით ბელგიის სამეფოს მხარდაჭერაზე. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის ინსტიტუტებშიც და რასაც ვხედავთ არის ის, რომ ევროკავშირი ცდილობს, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფი იყოს ბიუროკრატია.

პირველი საკითხი, რაზეც ამ დღეებში კოლეგებთან ვსაუბრობთ, არის უკრაინა და აგრესია, რომელიც რუსეთმა წამოიწყო და დღემდე ახორციელებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ საკითხის შესახებ მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგების შეფასებების გაცნობა და ჩვენი დამოკიდებულების გაზიარება, რაც გამოიხატება უკრაინელი ხალხის და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ აბსოლუტურ სოლიდარობაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები